გორის საკრებულოს სატელეფონო ხარჯმა 6 თვეში 4557 ლარი შეადგინა

421

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 6 თვეში სატელეფონო კომუნიკაციისთვის 4557 ლარი დახარჯა – ეს ინფორმაცია რადიო “მოზაიკას” საკრებულოს აპარატმა მიაწოდა.

ოფიციალური მონაცემებით საკრებულოს სატელეფონო ხარჯი იანვრიდან ივნისის ჩათვლით ასე ნაწილდება:

იანვარი – 775 ლარი;

თებერვალი – 770 ლარი;

მარტი – 769 ლარი;

აპრილი769 ლარი;

მაისი – 728 ლარი;

ივნისი – 746 ლარი.