საკრებულოს დეპუტატი პაპუნა კობერიძე სოფელ დიცში არ შეუშვეს

422

საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი, პაპუნა კობერიძე, საოკუპაციო ხაზთან მყოფ, სოფელ დიცში, სამართალდამცავებმა არ შეუშვეს. ამის შესახებ მან საკრებულოს სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

როგორც დეპუტატი ამბობს რამოდენიმე საათიანი ლოდინის შემდეგ სამართალდამცავებისგან არგუმენტირებული პასუხი,თუ რატომ არ უშვებდნენ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში, ვერ მიიღო.

“გუშინ სოფელ დიცში სამართალდამცავებმა არ შემიშვეს, ორსაათნახევრიანი ლოდინის შემდეგ პასუხიც ვერ გაგვცეს რატომ არ შეიძლებოდა ჩემი შესვლა, გაატარეს ყველა მანქანა ჩემ გარდა, მე ვარ საკრებულოს წევრი და ეს არის სამარცხვინო ფაქტი, დეპუტატებს ვთხოვ ამაზე რეაგირებას”, – ამბობს კობერიძე.