გორის მერია კვერნაკის ქედზე 55 ნაკვეთს ყიდის

413

გორის მერია კვერნაკის ქედზე 55 ნაკვეთს ყიდის. თითოეული ნაკვეთის ფართობია 600 კვ.მ. თითო ნაკვეთის საწყისი საპრივატიზაციო თანხა კი 21 000 ლარს შეადგენს. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა მერიამ დასამტკიცებლად საკრებულოს წარუდგინა. საკითხი ბიურომ დღის წესრიგში შეიტანა და მას ივლისის გეგმიურ სხდომაზე განიხილავენ. ხოლო, მას შემდეგ, რაც მერია საკრებულოსაგან თანხმობას მიიღებს, თითოეულ ნაკვეთს მერია აუქციონზე გაიტანს. ნაკვეთები გაიყიდება უპირობოდ.