მიმდინარე წლის 10 ივლისიდან 17 ივლისის ჩათვლით, ზუგდიდი-ანაკლიის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის, რუსთაველის ქუჩის მონაკვეთზე, კერძოდ ჩხოუშიის ხიდიდან ე.წ კუჩხობონის ხიდამდე გზის სავალი ნაწილი გადაკეტილია. ინფორმაციას ზუგდიდის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
შეზღუდვა სარეკონსტრუქციო სამუშაოებს უკავშირდება.
ადგილობრივი ხელისუფლებისვე ცნობით, ავტოსატრანსპორტო საშუალებებს (დაბალი ზონიდან მოძრავი) შეუძლიათ ისარგებლონ შოთა ხუბულავასა და დიმიტრი თავდადებული-სოსელია-ტოლსტოის ქუჩებით.
ქალაქიდან გასვლისას კი ავტოსატრანსპორტო საშუალებები ისარგებლებენ მარცხენა სანაპიროს-დუტუ მეგრელის-მესხიასა და ქუთაისის ქუჩებით