ხონის მუნიციპალიტეტში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდით დაფინანსებული საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოების 98% შესრულებულია, – აცხადებენ ხონის მერიაში.
მათივე ცნობით, ასფალტის საფარი, როგორც ქალაქის ისე სოფლების, 10-მდე ადგილზე დაიგო.
“ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება და წლის ბოლომდე მუნიციპალიტეტს კიდევ არაერთი დასრულებული და რეაბილიტირებული გზა თუ შენობა- ნაგებობა შეემატება”, – განმარტავენ მერიაში.