დუშეთში საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

756

ქალაქ დუშეთში, სკოლამდელი აღზრდის ცენტრის N1, N2 და N3 ფილიალების სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, პროექტი საბავშვო ბაღების შენობებებისა და ეზოების განახლებას, სახურავის, კარ-ფანჯრების, იატაკებისა და შიდა და გარე ფასადების რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

მათივე ცნობით, სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ფილიალების რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. მიმდინარე სამუშაოები დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა, ზურაბ სეხნიაშვილმა დაათვალიერა.

“მიმაჩნია, რომ აღნიშნულ პროექტებს ექნებათ გრძელვადიანი დადებითი ზემოქმედება სოციალურ გარემოზე. კერძოდ, ადგილობრივი მოსახლეობა უზრუნველყოფილი იქნება თანამედროვე სტანდარტების მქონე საბავშვო ბაღის შენობებით, რაც თავის მხრივ გამოიწვევს აღსაზრდელებისა და პედაგოგების პირობების მნიშვნელოვან გაუმჯობესებას” , – განაცხადა ზურაბ სეხნიაშვილმა.