“თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი” 14-დან 25-წლამდე ახალგაზრდებს ონლაინ მოხალისეობას სთავაზობს

436

“თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი” 14-დან 25-წლამდე ახალგაზრდებს ონლაინ მოხალისეობას სთავაზობს.

როგორც “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლში” აცხადებენ, მოხალისეებს შეულიათ აქტიურად ჩაერთონ ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ აქტივობებსა თუ ღონისძიებებში.

გარდა ამისა, მოხალისეებს შეეძლებათ: მონაწილეობა მიიღონ დისკუსიებში; ჩაერთონ კონკურსებში და მოიპოვონ პრიზები; დაესწრნონ მათთვის სასურველ ონლაინ-სემინარს; ჩაერთონ მიმდინარე პროექტებში; გაიცნონ ახალი ადამიანები და დაგეგმონ ან განახორციელონ ერთობლივი ღონისძიება; დასვენებასთან ერთად მიიღონ მათთვის მნიშვნელოვანი სასარგებლო ინფორმაცია, მათ შორის კონკურსებისა თუ შეხვედრების შესახებ, რაც პიროვნულ განვითარებასა და უნარ-ჩვევების გაძლიერებაში დაეხმარებათ.

ორგანიზაციის განცხადებით, მოხალისეებს სიახლეები, თავგადასავლები და პრიზები ელოდებათ.

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე.