ჭყონდიდელის დასახლებაში, რჩეულიშვილის ქუჩაზე, მუნიციპალიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ რეკრეაციულ სივრცეში მოწყობილი ტრენაჟორების სახურავი დაზიანებულია. ამის შესახებ ტვ4 წერს.
ადგილობრივების ინფორმაციით, კონსტრუქცია ძლიერი ქარის შედეგად, დაახლოებით, ორი კვირის წინ დაზიანდა.
საკრებულოს წევრი “ნაციონალური მოძრაობიდან” ნანა შატბერაშვილი აცხადებს, რომ სკვერი ახლადრეაბილიტირებულია. მისი თქმით, ტერიტორიაზე ხშირად ბავშვები თამაშობენ, დაზიანებული სახურავი კი მათთვის საფრთხის შემცველია.
საკითხთან დაკავშირებით TV4-მა რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა. როგორც მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, დაზიანებული სახურავი უახლოეს დროში მოწესრიგდება და რეაბილიტაციის სამუშაოებს სწორედ ის კომპანია განახორციელებს, რომელმაც სკვერის მოწყობა უზრუნველყო.
როგორც ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, მამუკა ისაკაძემ განაცხადა, სკვერის მოწყობის სამუშაოები კომპანია “რეო ენერჯიმ” განახორციელა და კონსტრუქციას 2-3 დღეში სრულად მოაწესრიგებენ.