ქობულეთში, სოფელ ცეცხლაურში, ყოფილი მეურნეობის ბინებში მცხოვრები მოსახლეობას წლებია სასმელი წყლის მიწოდების პრობლემა აწუხებს. ამბობენ, რომ სასმელი წყლით, ისინი სოფელ ჯიხანჯურში მდებარე იმ ცენტრალური ავზიდან მარაგდებიან, რომლითაც ჯიხანჯურის თემში შემავალი დაახლოებით 5000-მდე ოჯახი. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
მოსახლეობის განცხადებით, არსებული წყლის ავზი არასაკმარისია, ის მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს და წყალიც ხშირად ითიშება. მათივე განმარტებით, პრობლემა განსაკუთრებით აქტუალუარი ზაფხულის ცხელ დღეებშია. ადგილობრივები იმასაც ამბობენ, რომ აგრეგატი, რომელიც წყალსაქაჩიდან წყალს ამუშავებს ხშირად მწყობრიდან გამოდის.
მოსახლეობა მუნიციპალიტეტისაგან დახმარებას ითხოვს.
ქობულეთის მერიაში ამბობენ, რომ აღნიშნული პრობლემა სოფელში, მხოლოდ გვალვების პერიოდშია. სხვა სეზონზე სოფელს წყალი შეფერხების გარეშე მიეწოდება.
“ზაფხულში, ტემპერატურის მატების გამო სოფლებში ფიქსირდება გვალვები, რაც წყლის დებეტის ნაკლებობას იწვევს. სეზონთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის მერიამ გადაწყვეტილება მიიღო და მოსახლეობის წყალმომარაგება გრაფიკით ხორციელდება.
ამასთან, “აჭარის წყლის ალიანსი” რეგიონში და მათ შორის მუნიციპალიტეტში ახორციელებს მასშტაბურ პროექტს წყლისა და წყალანირების მოსაწესრიგებლად. აღნიშნული ღონისძიებების ფარგლებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება სისტემებს, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს და აღმოფხვრის წყლის მიწოდების საკითხთან დაკავშირებულ პრობლემებს,”- აცხადებენ ქობულეთის მერიაში.