ახალგაზრდობის სააგენტო რეგიონული ტურნეს ფარგლებში საქართველოს 10 რეგიონის 11 მუნიციპალიტეტს ეწვევა.
ახალგაზრდობის სააგენტოს ცნობით, პირველი შეხვედრა დღეს, ქობულეთის მუნიციპალიტეტში გაიმართა.
მათი ინფორმაციით, ახალგაზრდობის სააგენტო მიზნად ისახავს ფორმალური განათლების მიღმა, ახალგაზრდების გაძლიერებას, განვითარებას, მათთვის საჭირო კომპეტენციების და ახალი, თანაბარი შესაძლებლობების მიცემას, რისთვისაც შემუშავებული აქვს სამწლიანი რეფორმა ევროპული სტანდარტებით.
„ხსენებული რეფორმის ერთ–ერთი მიმართულების „მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის“ ფარგლებში, სააგენტო 6 ივლისიდან 10 რეგიონის 11 საპილოტე მუნიციპალიტეტს ეწვევა. პირველი შეხვედრა 6 ივლისს ქობულეთის მუნიციპალიტეტში გაიმართა, ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი, რეზო ჩარკვიანი, მუნიციპალიტეტის მერს, მერის მოადგილეს, საკრებულოს თავმჯდომარეს და ახალგაზრდულ საკითხებში ჩართულ ადგილობრივ თანამშრომლებს შეხვდა.