მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ კარანტინის გამოცხადების შემდგომ 229 965.13 ლარის სხვადასხვა საკვები პროდუტი გამარტივებული წესით შეისყიდა. პირველი მოხსენებითი ბარათით მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ რისკ ჯგუფში მყოფი მოსახლეობისათვის (მარტოხელა მოხუცები) საკვები პროდუქციის შესყიდვის თაობაზე მარნეულის მერს, ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის კულტურისა და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელმა 25 მარტს მიმართა. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
მუნიციპალიტეტმა 6 225 ლარიანი ხელშეკრულება ინდმეწარმა ილგარ ალექფეროვთან გააფორმა. ალაქფეროვის გარდა, თვეების განმავლობაში მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ საკვები პროდუქტები შეიძინა შპს მარნეული მოლისგან (40 432.25), შპს კრალი XXI-სგან (931.65 ლარის), თეიმურაზ მარტიაშვილისგან (1050 ლარის), მაჯიდ ასკაროვისგან (4 095.88 ლარის) და რაც შეეხება ალექფეროვს, მერიამ მისგან 183 455.35 ლარის პროდუქტი შეიძნა.
მარნეულის უნიციპალიტეტში სასურსათო კალათების დარიგება მერიამ მაისის თვეში დაასრულა.
„ჩვენი ბენეფიციარები იყვნენ ის ადამიანები, ვინც ყოველდღიურად მუშაობდნენ და დაკარგეს სამუშაო, ის ადამიანები, ვინც თავის დროზე სოციალურ დახმარებას იღებდა და შემდგომ გაუუქმდა დახმარება, ის ადამიანები ვინც თვითიზოლაციაში იყვნენ და ასევე მარტოხელა მოხუცები, ვისაც სახლიდან გარეთ გასვლა არ შეუძლია, თუმცა ჩვენ ასევე დავეხმარეთ სხვა კატეგორიის ადამიანებსაც, რადგან მათგან მოთხოვნა იყო. ეს შეიძლება ყოფილიყვნენ პენსიონერები ან ადამიანები ვინც იღებენ სოციალურ დახმარებას, მაგრამ ცუდ პირობებში ცხოვრობენ და ა.შ,“ – გვითხრა ზაურ დარგალმა 27 აპრილს.
სხვადასხა საკვები პროდუქტების შესაძენად თანხა მერიის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო.