ალეკო ელისაშვილი გიორგი ვაშაძის შეთავაზებას არასერიოზულს უწოდებს

857

თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი “ახალი საქართველოს” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას, მერის არჩევნებში ოპოზიციის საერთო კანდიდატის წარდგენასთან დაკავშირებით არასერიოზულს უწოდებს.

 ალეკო ელისაშვილი ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნავს, რომ პრაიმერში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს და ამ თემის ვრცელი კომენტარისგან თავს იკავებს.

გიორგი ვაშაძე ყველა ოპოზიციურ პარტიას გაერთიანებასა და თბილისის მერობის კანდიდატის შერჩევას პრაიმერის გზით სთავაზობს.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი