“წარმოდგენა არ მაქვს” – გახარია “ქართული ოცნების” სიის პირველნომრობაზე

572

წარმოდგენა არ მაქვს, – ასე უპასუხა პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას, იქნება თუ არა „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი.

მისი თქმით, ამ ეტაპზე მისთვის პრიორიტეტული სხვა საკითხებია.

„წარმოდგენა არ მაქვს. დღეის მდგომარეობით ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ეპიდემიოლოგია, ეკონომიკური რეფორმები და პოსტკრიზისული ეკონომიკური გეგმა და ახლა ძალზედ მნიშვნელოვანი ხდება ისეთი მიმდინარე პროცესები, როგორიც არის გამოცდები, რომელიც დღეს დაიწყო და კიდევ ბევრი რამ“, – განაცხადა გახარიამ და დასძინა, რომ „ქართული ოცნების“ სიის დაკომპლექტებაზე კონსულტაციები ამ ეტაპზე დაწყებული არაა.