საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასა და საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, მემორანდუმს ხელი წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, გიგა მანდარიამ და ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორმა, გიორგი ჩიქოვანმა მოაწერეს. თანამშრომლობა ითვალისწინებს წყალმომარაგების კომპანიის ენერგეტიკული პოტენციალის შეფასებასა და ანალზს.
გარდა ამისა, საქართველოს რეგიონებში განახლებადი ენერგიის პროექტების მოძიებას, შესწავლასა და მათ შემდგომ განვითარებას. მხარეებმა ასევე ისაუბრეს, სამომავალო თანამშრომლობის პერსპექტივებზე, რაც გულისხმობს სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში ორივე მხარის აქტიურ ჩართულაბას, ერთობლივი პროექტების განხორციელებას და მხარდაჭერას.