სპორტდარბაზებისა და აუზების წარმომადგენლები აღნიშნული სერვისების გახსნას ითხოვენ. შესაბამისი მოთხოვნით მათ დღეს რუსთაველის მეტროსთან აქცია გამართეს.
აქციის ორგანიზატორები მთავრობისგან კონკრეტულ კითხვებზე პასუხის გაცემას ითხოვენ, თუ რატომ არ იხსნება სპორტდარბაზები და რა რატომ არის ეს რისკის შემცველი საქმიანობა.
„4 თვეა შემოსავლის გარეშე ვართ, ჩვენი შემოსავალი იყო ადამიანების ვარჯიში. ჩვენ ვიყავით შეხვედრაზე შესაბამის ორგანოებთან, თითქმის შეთანხმებული იყო, რომ მე-6 ეტაპზე უნდა გახსნილიყო სპორტდარბაზები და აუზები, მაგრამ აღმოჩნდა, რომ გადაიდო ჩვენი გახსნა ისევ. ყველას ოჯახები გვყავს“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, პირადმა მწვრთნელმა გიორგი ვასაძემ.