რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე, რომელსაც ადგილობრივ ბიზნესმენებთან ერთად, რუსთავის ინოვაციების ჰაბის ხელმძღვანელი რევაზ ბარბაქაძე ესწრებოდა, ბიზნესმენთა მრჩეველთა საბჭოს შექმნის დეტალებზე, ასევ კერძო, საჯარო და საგანმანათლებლო სექტორებს შორის ურთიერთანამშრომლობაზე ისაუბრეს.
რუსთავის მერიის ინფორმაციით, მსგავსი სამუშაო შეხვედრა, მიმდინარე წლის მარტში, პროფესიულ კოლეჯ ,,მოდუსში“ ჩატარდა, სადაც ბიზნესმენთა მრჩეველთა საბჭოს დებულების პრეზენტაცია გაიმართა. საბჭოს შექმნის ინიციტივა, რუსთავის მერს ირაკლი ტაბაღუას ეკუთვნის.
როგორც რუსთავის მერმა დღეს გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, ადგილობრივ თვითთმმართველობასთან ჩამოყალიბდება ბიზნესმენთა მრჩეველთა საბჭო, რომელის წევრებიც, ქალაქის სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავებასა და განხორციელებაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებებენ.
რუსთავის ინოვაციების ჰაბის ხელმძღვანელის რევაზ ბარბაქაძის განცხადებით, ჩეხ პარტნიორებთან ერთად ხორციელდება პროექტი, რომლის მიზანიც არის თანამშროლობის ქსელის შექმნა კერძო, საჯარო და საგანმანათლებლო სექტორებს შორის უმუშევრობის შესამცირებლად.
,,ჩვენ რუსთავის თვითმმართველობასთან ბიზნესმენთა საკონსულტაციო საბჭოს შექმნაზე მუშაობა რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ, თუმცა პანდემიის გამო შექმნილმა მდგომარეობამ, ეს პროცესი შეაფერხა. რამდენიმეთვიანი წყვეტის შემდეგ პრაქტიკულად ხელახლა ვიწყებთ მუშაობას, გეგმაში გვაქვს ბიზნესმენთა საკონსულტაციო საბჭოს დებულების დამტკიცება, ასევე სამოქმედო გეგმის შემუშავება, კონკრეტულად ვინ რა სეგმენტზე იმუშავებს. ჩვენი ჩეხი პარტნიორები აკეთებენ სტრატეგიულ დოკუმენტს თუ როგორ უნდა მოხდეს კერძო, საჯარო და საგანმანათლებლო სექტორებს შორის თანამშრომლობა. ჩვენ ამ კუთხით არსებულ ჩეხურ გამცდილებას გადმოვიტანთ“, – განაცხადა რევაზ ბარბაქაძემ.
შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ სტრატეგიული დოკუმენტისთვის საბოლოო სახის მიცემა და რუსთავის რეალობაზე მორგება, ქალაქის ბიზნესსექტორის უშუალო ჩართულობით მოხდება.