ნაბაკევის ადმინისტრაციულ ერთეულში თანამედროვე სტანდარტების მქონე ბაგა-ბაღის მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და წლის ბოლოსთვის დასრულდება.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, სამშენებლო სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება და მას ტენდერში გამარჯვებული კომპანია – შპს Building House ასრულებს.