ჩუმლაყის საბითუმო ბაზარში შესვლა ფასიანი გახდა

685

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ჩუმლაყი-ყიტაანის საბითუმო ბაზარში შესვლა მოვაჭრეებისთვის უკვე ფასიანია. ამის შესახებ სპექტრი წერს.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის, არჩილ ხანდამაშვილის განცხადებით, ფასები სტანდარტულია.

„ატმის გასაყიდად მხოლოდ გურჯაანის კი არა, სხვა მუნიციპალიტეტების მოსახლეობაც მოდის. შესაბამისად, ამ ყველაფერს რეგულაცია სჭირდება, განსაკუთრებით კოვიდის დროს. ამიტომ მოვაწყეთ ტერიტორია, სადაც ყველანაირი პირობებია დაცული. იქიდან გამომდინარე, რომ ამისთვის დიდი ხარჯი გავწიეთ, შესვლა ფასიანია, თუმცა, მინიმალური თანხაა გადასახდელი,”- ამბობს ხანდამაშვილი.

მისივე თქმით, ბაზარში შესვლა პატარა მანქანისთვის სამი ლარი, ხოლო დიდი მანქანისთვის 5 ლარი ღირს. ასევე აღებული ქვითარი მთელი დღის განმავლობაში მოქმედებს. იგივე ფასია დაწესებულია საზღვარგარეთიდან შემოსული გადამზიდავებისთვისაა.