გურჯაანში ძიუდოს დარბაზის მშენებლობა იგეგმება

433

გურჯაანში ძიუდოს დარბაზის მშენებლობა იგეგმება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, რამაზ ქიტიაშვილმა გამოცემა “სპექტრთან” ისაუბრა.

იგი აღნიშნავს, რომ დარბაზის მშენებლობისთვის ტენდერის გამოცხადება უახლოეს მომავალში იგეგმება, მას შემდეგ, რაც გარკვეულ დეტალებზე ინფორმაცია დაზუსტდება.

“ძიუდოს დარბაზის მშენებლობისთვის უნდა გამოვაცხადოთ ტენდერი, ველოდებით ინფორმაციის დაზუსტებას. მშენებლობისთვის 965 000 ლარია გათვალისწინებული. დარბაზი ოლიმპიურ სტანდარტებს დააკმაყოფილებს. ის ასევე გათვლილი იქნება სპორტის სხვა სახეობებისთვისაც,“ – გვეუბნება რამაზ ქიტიაშვილი.

მისივე თქმით, ჯერჯერობით მშენებლობის ლოკაცია ზუსტად განსაზღვრული არ არის და აღნიშნული ინფორმაცია უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.