კასპის მერის არჩევნები 2020 წლის შემოდგომით ჩატარდება. ადგილობრივი ამომრჩეველი, პარლამენტის წევრებთან ერთად, მერსაც აირჩევს. კასპის მერის კანდიდატი ოპოზიციიდან ნუგზარ ნონიაშვილი იქნება. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
“ნაციონალური მოძრაობის” შიდა ქართლის ორგანიზაციის თავმჯდომარის, ბადრი ბასიშვილის თქმით, ეს საკითხი გადაწყვეტილია.
მერის ხელახალი არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გადაწყდა, როდესაც თანამდებობა არჩეულმა მერმა, “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა მანუჩარ მერებაშვილმა დატოვა. ის დღემდე არ აკეთებს კომენტარს იმის შესახებ, თუ რატომ მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება.
ვინ იქნება მმართველი გუნდის კანდიდატი, ჯერჯერობით, უცნობია.