ანრი ოხანაშვილი: საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები ძირითადად ეუთო-ოდირის რეკომენდაციებს ეფუძნება

499

წინა სტატია

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები ძირითადად ეუთო-ოდირის რეკომენდაციებს ეფუძნება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განუცხადა

“ქართული ოცნების” გუნდის უმთავრესი ამოცანაა საარჩევნო გარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესება, საარჩევნო კანონმდებლობის კიდევ უფრო დახვეწა, რათა კონსენსუსზე დაფუძნებით შევძლოთ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების განხორციელება. ამ მიზნით შეიქმნა საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფი, რომელმაც დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში აქტიურდ იმუშავა ამ ცვლილებეზე. ეს ცვლილებები ძირითადად ეფუძნება ეუთო-ოდირის რეკომენდაციებს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

პარლამენტი მიმდინარე კვირაში, საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების განხილვას დაჩქარებული წესით იწყებს. დღეს ამ საკითხს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ. განხილვას ოპოზიციური პარტიებიც დაესწრებიან.

საარჩევნო კოდექსის ცვლილებების განხილვა დღეს, 15:00 საათზე, დაიწყება.