დღეიდან ბათუმის დელფინარიუმი მუშაობას განაახლებს

715

წინა სტატია

ბათუმში დელფინარიუმი მუშაობას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვით 30 ივნისიდან განაახლებს.

დელფინარიუმის ადმინისტრაცია, ვიზიტორებს წესების დაცვისკენ მოუწოდებს.

„ბათუმის დელფინარიუმი მუშაობას სამშაბათს, 30 ივნისიდან განაახლებს. შოუს დროს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ყველა რეკომენდაცია იქნება გათვალისწინებული. ბილეთები ადგილების გამოტოვებით გაიყიდება.

ადმინისტრაცია მოუწოდებს ვიზიტორებს, დელფინარიუმსა და აკვარიუმში განთავსებული საინფორმაციო დაფებით იხელმძღვანელონ. შოუ ნებისმიერ ამინდში გაიმართება.

დამატებითი ონფორმაციის ნახვა შესაძლებელია დელფინარიუმის ვებგვერდზე”,- აცხადებენ ადმინისტრაციაში.