ქუთაისში ორ ქუჩას გოგი ცაბაძის და გურამ გაბისკირიას სახელები მიენიჭება

718

ქუთაისში პეტრე ჩხობაძის ქუჩის მიმდებარე უსახელო ქუჩას გიორგი ცაბაძის სახელი მიენიჭება. საკითხს მხარი დეპუტატებმა საკრებულოს ბოლო სხდომაზე დაუჭირეს. ასევე, კიდევ ერთ უსახელო ქუჩას გურამ გაბისკირიას სახელი დაერქმევა, ხოლო გიორგი ბრწყინვალეს ქუჩის მე-6 შესახვევს მალხაზ კუხიანიძის სახელი მიენიჭება. ამის შესახებ რადიო ძველი ქალაქი წერს.

გოგი ცაბაძე ქართული ქალაქური საესტრადო სიმღერის, ოპერეტის, მუსიკალური კომედიისა და მიუზიკლის ფუძემდებელია. მის სახელთან არის დაკავშირებული უამრავი მომღერლის, მსახიობისა და რეჟისორის შემოქმედება. შეიძლება ითქვას, რომ XX საუკუნი 60-70 წლებში კომპოზიტორის მოღვაწეობამ პიკს მიაღწია.