დიდუბის რაიონის გამგეობა მეტრეველის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას ასრულებს

389

დიდუბის რაიონის გამგეობა მეტრეველის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას ასრულებს. ამ ეტაპზე, კონტრაქტორი კომპანია ასფალტის მეორე ფენას აგებს.

პროექტის მიხედვით, ქუჩაზე მოწესრიგდა საფეხმავლო ტროტუარები, ბორდიურები, ქუჩაზე არსებული ოთხი თბილისური ტიპის ეზო. სამუშაოები ჯამში 4 500 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს.

აღნიშნულ პროექტს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ბი ემ სი“ 200 000 ლარის ღირებულების ფარგლებში ახორციელებს.

მიმდინარე სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი, ირმა ზავრადაშვილი საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, ვლადიმერ ძნელაძესთან ერთად გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა.