რუსთავის მერია არქიტექტურული სერვისების მიღების მსურველებისთვის ინფორმაციას ავრცელებს

404

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურული სერვისების მისაღებად, მოქალაქეებმა განაცხადი და საპროექტო დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ დისტანციური პორტალის – www.my.gov.ge მეშვეობით. ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვებ პორტალით my.gov.ge სარგებლობისთვის, მომხმარებელს შეუძლია, დარეგისტრირდეს, როგორც პირადობის ელექტრონული მოწმობის (ID ბარათი) გამოყენებით, ისე მომხმარებლის სახელითა და პაროლით (საქართველოს იუსტიციის სახლებში შესაბამისი პროცედურის გავლის გზით).

my.gov.ge -დან განაცხადის რეგისტრაციისა და დოკუმენტის ელექტრონულად ხელმოწერისთვის, საჭიროა, მოქალაქეებმა იქონიონ ინტერნეტთან დაკავშირებული კომპიუტერი, აქტიური ID ბარათი, ID ბარათის PIN Code, ID ბარათის წამკითხველი მოწყობილობა და კომპიუტერზე დაინსტალირებული ID ბარათის უნივერსალური პროგრამა.

ვიდეო ინსტრუქცია და საჭირო ინფორმაცია იხილეთ მიმაგრებულ ბმულებზე: