ქუთაისის მერიის ადმინისტრაციულ სამსახურს პეტრე ადამაძე უხელმძღვანელებს. ქუთაისის მერიის ცნობით, ადამაძე აღნიშნულ პოსტზე კონკურსის წესით დაინიშნა.
მათივე ინფორმაციით, ამჟამად პეტრე ადამაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის, მენეჯმენტის და ადმინისტრირების კათედრის დოქტორანტია და სადისერტაციო ნაშრომზე მუშაობს.