მარნეულის სოფელ ლეჟბადინის მოსახლეობამ სარწყავი წყლის მილები საკუთარი ხარჯებით უნდა შეადუღოს

1680
16 ივნისს, სოფელი ლეჟბადინის მცხოვრებლებმა სარწყავი წყლის არარსებობა გააპროტესტეს. ამის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია „24news“ – მა გაავრცელა. ადგილობრივები ამბობენ, რომ პრობლემის თაობაზე ადგილობრივ თვითმმართველობას მიმართეს.

ქუთლიარის ტერიტორიული ერთეულის რწმუნებულმა ბახტიარ ჰურიანოვმა თქვა, რომ პრობლემის შესახებ მას უკვე აქვს ინფორმაცია.

“დიახ, იქ სარწყავი წყლის პრობლემა არის. 3-4 დღე ბაიდარში და ქუთლიარში წყალი შევაჩერეთ და ლეჟბადინსა და მუღანლოში გავუშვით. ლეჟბადინში ტუმბოები მუშაობს, მაგრამ პატარა პრობლემა იყო. იქ 6-7 მეტრიანი მილის გაყვანა იყო საჭირო. მელიორაციამ მოტანა მილები და დღეს უნდა გააკეთონ. მუღანლოში წყლის პრობლემა აღარ იქნება. მილები რამდენიმე დღის წინ მოიტანეს“ – თქვა ბახირ ჰურიანოვმა

როგორც რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მელიორაციის სამსახურის წარმმადგენელმა ალექსანდრე შუკაკიძემ განაცხადა, ლეჟბადინში მოსახლეობას მილების შედუღება საკუთარი სახსრებით მოუწევთ. შუკაკიძის განმარტებით, შეთანხმება სწორედ ასეთი იყო.