ბათუმში ქეთევან წამებულის ქუჩაზე წყლის მაგისტრალური ქსელი მოეწყო

1102

ბათუმში ქეთევან წამებულის ქუჩაზე სასმელი წყლის ახალი მაგისტრალური ქსელის მოწყობა დასრულდა.

როგორც “ბათუმის წყალში” აცხადებენ, პროექტი სამომავლოდ აღნიშნული ქუჩის ჩიხებსაც მოიცავს.

მათივე ცნობით, დასახლებაში სწრაფი ურბანიზაციის გამო არსებული ქსელი საკმარისი არ იყო. მოსახლეობას სასმელი წყალი სტანდარტის შესაბამისი წნევით მიეწოდება. პროექტი ეტაპობრივად განხორციელდება და ის ხანგრძლივ პერიოდს მოიცავს.

“ქეთევან წამებულის ქუჩაზე ბოლო პერიოდის განმავლობაში ურბანიზაცია, ძალიან სწრაფი ტემპით მიმდიანარეობს, არსებული წყლის ქსელი არ დარჩა საკმარისი იმისათვის, რომ მოსახლეობას ნორმალური წნევითა და ხარისხით მიეწოდოს წყალი. თვითონ, პროექტი რაც მოიცავს ქეთევან წამებულის ქუჩას და მის ირგვლივ ტერიტორიას არის ძალიან მასშტაბური, რისთვისაც „ბათუმის წყალს“ ხანგრძლივი პერიოდი დასჭირდა, რომ ქუჩა მთლიანად დაქსელოს და მოსახლეობა მოამარაგოს უწყვეტი წყალმომარაგებით. ეტაპობრივათ მოვახდენთ ქეთევან წამებულის ქუჩისა და ჩიხების დაერთებას ახალ მაგისტრალურ ქსელზე“, – განაცხადა „ბათუმის წყლის“ გენერალურმა დირექტორმა მარიკა გვიანიძემ.