გორში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მემორიალი დაიდგმება

848

გორში, ვერხვების დევნილთა დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სახელობის სკვერში მემორიალი მოეწყობა.

ამის შესახებ გადაწყვეტილება ქალაქის მერიამ მიიღო.

არქიტექტურის განყოფილების მირ შედგენილი მემორიალური დაფის ნახაზი შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მიაწოდეს.

მემორიალი, ძირითადად, აგვისტოს ომში დაკარგულ მოქალაქეებს და სამხედრო პირებს, ასევე, ომის 9 წლისთავს ეძღვნება, თუმცა, მისი მოწყობა 2017 წლის აგვისტოს ბოლომდე ვერ ესწრება.

ვერხვების დასახლებაში დიდი და პატარა ლიახვის, ასევე, ფრონეს ხეობიდან დევნილები ცხოვრობენ. აღნიშნულ სკვერში გამწვანების აქცია გაზაფხულზე ჩატარდა.

წყარო: შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი