ალპანა-ქუთაისის გზის სარემონტო სამუშაოები 6 თვეში დასრულდება

2540

ალპანა-ქუთაისის საავტომობილო გზის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ცაგერის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული გზა ათწლეულების მანძილზე სავალალო მდგომარეობაში იყო და გადაადგილების დიდ პრობლემას უქმნიდა მგზავრებს.

ალპანა-ნამოხვანის ყველაზე მეტად დაზიანებული მონაკვეთის რეაბილიტაციას ითვალიწინებს ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის რეაბილიტაციის პროექტი. გზაზე სხვადასხვა სამუშაოების დასრულების შემდეგ, გათვალისწინებულია ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობა.

ინფრასტრუქტურულ პროექტს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

სამუშაოებს ასრულებს შ.პ.ს “ერ ტე დე”. პროექტის განხორციელება 6 თვეში უნდა დასრულდეს.