თერჯოლაში მეწარმეებს უსახური ობიექტების იერსახის მოწესრიგება დაავალეს

770

თერჯოლაში რეგისტირებულ ინდმეწარმეებსა და კერძო ობიექტების მფლობელებს მათ საკუთრებაში არსებული ობიექტების იერსახის მოწესრიგება მოთხოვეს, ამასთან, კომპეტენციის ფარგლებში, დახმარებასაც დაპირდნენ. ამის შესახებ ნიუპრესი წერს.

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძე და მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა გოგიაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ინდ-მეწარმეებსა და ქალაქ თერჯოლაში რეგისტრირებული ქონების იმ მფლობელებს შეხვდნენ, რომელთა საკუთრებაში ვიზუალურად არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში არსებული სხვადასხვა ობიექტია.

შეხვედრის მთავარი თემა საავტომობილო გზების მიმდებარედ არსებული ტერიტორიების დასუფთავება, ტურისტული ობიექტებისა და უსახური შენობა-ნაგებობების იერსახის მოწესრიგება იყო.

თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიიღეს ინფორმაცია საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების მეპატრონეთა პრობლემებზე, ისაუბრეს უსახური შენობების მოწესრიგების დროს შექმნილ წინააღმდეგობებზე.

თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, კომპეტენციის ფარგლებში, პრობლემების მოგვარების პროცესში ჩართულობის მზადყოფნა გამოთქვეს.