ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, თერჯოლაში “ქართული ოცნების” კანდიდატი პირველივე ტურში იმარჯვებს.
თერჯოლაში 34 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 23 უბანი (67.65%). კანდიდატების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა ამჟამად ასე ნაწილდება:
- ლაშა გოგიაშვილი, “ქართული ოცნება” – 53.1%
- ბეჟან ბუცხრიკიძე, დამოუკიდებელი კანდიდატი – 46.9%.
განახლება
თერჯოლის მერი “ქართული ოცნების” კანდიდატი,ლაშა გოგიაშვილი იქნება. 34 უბნის 100%-იანი მონაცემებით კანდიდატების მიერ მიღებული ხმები ასე გადანაწილდა:
- ლაშა გოგიაშვილი, “ქართული ოცნება” – 53.86%
- ბეჟან ბუცხრიკიძე, დამოუკიდებელი კანდიდატი – 46.14%.