აჭარაში 35 საჯარო სკოლის რეაბლიტაცია მიმდინარეობს

522

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ჯემალ სურმანიძემ, სამინისტროს კონტროლის განმახორციელებელ ჯგუფთან და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერთან, მირიან ქათამაძესთან ერთად ქობულეთის მუნიციპალიტეტში არსებულ საჯარო სკოლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა.

მიმდინარე წელს დაგეგმილია სულ 35 ინფრასტრუქტურული პროექტი, მათ შორის, 9 – ქობულეთში. სამუშაოები მიმდინარეობს ჯანმრთელობის დაცვის რეკომენდაციების დაცვით და მაღალი ხარისხით.

ასევე, გაიმართა შეხვედრა პედაგოგებთან და მოინახულეს ის სკოლები, სადაც არის გარკვეული გამოწვევები ინფტრასტრუქტურის მიმართულებით და დაიგეგმა შემდგომი ნაბიჯები.