ყვარლის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში წიწკანაანთსერში და ალმატში საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, თითოეული საბავშვო ბაღი 70 ბენეფიციარზეა გათვლილი. აღნიშნული პროექტები კი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის თანამონაწილეობით ფინანსდება.
მათივე ცნობით. მიმდინარე წელს, კახეთის რეგიონში 7 საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო და 5 სრულიად ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროექტი ხორციელდება.
“სარეაბილიტაციო პროექტები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის, ხოლო ახალი ბაღების მშენებლობა მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ არის დაფინანსებული”, – განმარტავენ სამხარეო ადმინისტრაციაში.