ახმეტაში, ყაზბეგის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. 2 კილომეტრამდე საავტომობილო გზის მონაკვეთის მოასფალტება დღეიდან იწყება და რამდენიმე კვირაში დასრულდება. აღნიშნული გზა ახმეტას თიანეთთან აკავშირებს.
პროექტის მიხედვით დაგეგმილია ტროტუარების, სანიაღვრე არხების და ასფალტის ორი ფენის დაგება. პარალელურად, გაიწმინდება საკანალიზაციო სისტემა. სამუშაოებს აზერბაიჯანული კომპანია “აგეტე” განახორციელებს.
2019 წელს ამავე ქუჩაზე უკვე დამონტაჟდა გარე განათების სისტემა.