ბათუმის ბულვარის სავაჭრო ჯიხურების მოიჯარეები სამი თვის გადასახადისგან გათავისუფლდებიან

700

ბათუმის ბულვარში განთავსებული სავაჭრო ჯიხურების მოიჯარეები საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით იჯარის სამი თვის გადასახადისგან გათავისუფლდებიან.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ მოიჯარეებს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდა და გააცნო ის შეღავათები, რომელიც რეგიონში მოიჯარეების მხარდასაჭერად ხორციელდება.

შეხვედრაზე განიხილეს პანდემიის შედეგად შექმნილი ვითარება და არსებული გამოწვევები.