კერძო ბაღები შეზღუდვების მოხსნას და სააღმზრდელო პროცესის განახლებას ითხოვენ. ამის შესხებ განცხადებას კერძო ბაღების საინიციატივო ჯგუფი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სკოლამდელი აღზრდის 60-მდე დაწესებულებამ შესაბამისი მიმართვა მოამზადა და პრემიერმინისტრის სახელზე მთავრობის ადმინისტრაციაში უკვე გადააგზავნა.
მათი განმარტებით, ბაღების წარმომადგენლებმა იგივე შინაარსის წერილი მერიას, ბაღების სააგენტოსა და ჯანდაცვის სამინისტროსაც გაუგზავნეს.
ერთობლივი პეტიციით კერძო ბაღები მათთვის რეკომენდაციების შემუშავებას ითხოვენ. აღმზრდელები ამბობენ, რომ მათთვის მუშაობის სპეციალური გრაფიკი უნდა მომზადდეს და ამის შემდეგ მზად არიან, მუშაობა უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით გააგრძელონ.
„კერძო ბაღები ვეღარც იჯარის საფასურს იხდიან, ვერ სრულდება ფინანსური ვალდებულებები. მათი განცხადებით, ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს ბაღებში დასაქმებულთა მდგომარეობაც, რამდენიმე ათეული ადამიანი უკვე რამდენიმე თვეა უხელფასოდ დარჩა.
კერძი ბაღების პეტიციას მშობლებიც შეუერთდნენ. მიმართვას1000-ზე მეტი მოქალაქე აწერს ხელს, მოქალაქეების უმრავლესობას სახლში ბავშვების დატოვების საშუალება არ აქვს. კერძო ბაღებს იმედი აქვთ, რომ უახლოეს პერიოდში მათ მუშაობის განახლების უფლებას მისცემენ“, – აღნიშნულია კერძო ბაღების საინიციატივო ჯგუფის განცხადებაში.