რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში 33 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

617

ონის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, სოფელ პიპილეთის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 210 000 ლარს შეადგენს.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა სველი წერტილები, კოსმეტიკური სამუშაოები ჩატარდება შიდა ინტერიერზე, მოწესრიგდება და შემოიღობება სკოლის ეზო.

სულ, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში 33 საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

2 ახალი სკოლა აშენდება ცაგერისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში.