საკანალიზაციო ქსელის პრობლემა ქობულეთში

769

ქობულეთში, თამარ მეფის სანაპიროს მიმდებარედ მცხოვრებლები ამბობენ, რომ წლებია მოუგვარებელია საკანალიზაციო ქსელის პრობლემა. ადგილობრივების ინფორმაციით, პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური  ზაფხულშია. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელეს.

ქობულეთის მერიაში სატელევიზიო კომენტარი არ გააკეთეს, წერილობით განმარტებაში კი აცხადებენ, რომ პრობლემის მოსაგვარებლად დაგეგმილია არა ერთი ღონისძიება, მათ შორის  მდინარე აჭყვის და კინტრიშის კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოები. მერიაში აცხადებენ, რომ  პროექტი ყოველ წლიურად ხორციელდება,  მიმდინარე წელს 35 ათასი ლარია გათვალისწინებული.