ლიზა ყაზიშვილი სამართლებრივ დავას იწყებს

778

გორის ახალგაზრდობისა და კულტურის განვითარების ცენტრის ყოფილი თანამშრომელი – ლიზა ყაზიშვილი სამსახურში აღდგენის მიზნით სამართლებრივ დავას იწყებს.

ლიზა ყაზიშვილი ივნისის დასაწყისში, ცენტრის ხელმძღვანელმა, რეორგანიზაციის მოტივით, სამსახურიდან გაათავისუფლა. ყაზიშვილი “თავისუფალი დემოკრატების” ადგილობრივი ორგანიზაციის წევრია და მისი გათავისუფლება საეჭვოდ დაემთხვა ქალაქ გორის საკრებულოს ხმაურიან სხდომას, რომელზეც ქალაქის სათემო მუნიციპალიტეტთან გაერთიანების საკითხი განიხილებოდა. ამ სხდომაზე ყაზიშვილი, თანაქალაქელებთან ერთად, მოითხოვდა, საკრებულოს თემთან გაერთიანების გადაწყვეტილება არ მიეღო. სწორედ ამ სხდომის შემდეგ გამოცხადდა ოფიციალურად მერიის ქვემდებარე უწყებაში რეორგანიზაცია, რომელსაც ჯერ ყაზიშვილის სამსახურიდან გაშვება, შემდეგ კი საშტატო ნუსხასა და სახელფასო ბადესთან დაკავშირებული გაუგებრობა მოჰყვა.

წყარო: ტელეკომპანია დია