მცხეთის მუნიციპალიტეტში მტკვარსა და არაგვზე არსებულ ხიდებზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

451

მცხეთის მუნიციპალიტეტში მტკვარსა და არაგვზე არსებულ ხიდებზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„04 ივნისიდან 10 ივნისამდე, მცხეთის მუნიციპალიტეტში, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მე-19 კმ-ზე მდებარე მდინარე მტკვარზე არსებულ სახიდე გადასასვლელზე, კერძოდ ხაშური-თბილისის მიმართულებაზე და 25-ე კმ-ზე არსებულ მდ.არაგვზე არსებულ სახიდე გადასასვლელზე ორივე მიმართულებაზე, ხიდის სავალი ნაწილის მოფრეზვის და მოასფალტების სამუშაოების ჩატარების გამო, მოძრაობა ნაწილობრივ, ერთ ზოლზე შეიზღუდება.

ავტოტრანსპორტის გადაადგილება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება“ – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.