სოფელ ახოს მოსახლეობა წლებია მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაციას ითხოვს. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
ქედის მერიაში ირწმუნებიან, რომ სტადიონის რეაბილიტაციისთვის გათვალისწინებული ტენდერი შედგა და სამუშაოებს შპს „მშენებელი 5 „ ასრულებს.
მერიაში ამბობენ, პარალელურად მიმდინარეობს დაბა ახოს სტადიონის რეაბილიტაციაც. ჯამში კი სამუშაოებისთვის 80 000 ლარამდეა გათვალისწინებული.