ქუთაისში, გუგუნავას ქუჩაზე, შიდაკვარტალური გზების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

628

ქუთაისში, გუგუნავას ქუჩაზე, შიდაკვარტალური გზების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ქუთაისის მერიის ცნობით, სამუშაო პროცესი ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

„დღეს გუგუნავას ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს გავეცანით. ამ უბანში შიდაკვარტალური გზები არასდროს შეკეთებულა და ახლა კეთდება სრულიად ახალი ასფალტის საფარი, სანიაღვრეები, ტროტუარი. მნიშვნელოვანია, რომ ქალაქის გარეუბნებშიც კარგად იყოს განვითარებული საგზაო ინფრასტრუქტურა“, – აცხადებს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი.

მათივე ინფორმაციით, გუგუნავას ქუჩაზე მიმდინარე საგზაო-ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის 681000 ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს შპს „ დაგი პლიუსი“ ასრულებს.