გურიის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ ფაზაშია.
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, აღმაშენებლის ქუჩაზე ასფალტის საფარის დაგება დაიწყო, პროექტის ღირებულება 2 900 000 ლარს შეადგენს. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ აღმაშენებლის ქუჩა ავტობანს დაუკავშირდება. სოფელ ლესაში კი წყლის რეაბილიტაცია გრძელდება.
მათივე ცნობით, პროექტის თანახმად, უნდა მოეწყოს ცენტრალური მაგისტრალი და სათავე ნაგებობა, რომლითაც 500 ოჯახი 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.
სამუშაოები 700 000 ლარით ფინანსდება. ლანჩხუთის 9 ქუჩაზე სანიაღვრე არხები მოეწყობა. პროექტის ღირებულება 1 170 000 ლარს შეადგენს.