რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მარნეულის სოფელ სადახლოში შიდა გზების მოასფალტების პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
“1 600 მეტრი გზის კეთილმოწყობას, დაახლოებით, ნახევარი მილიონი ლარი მოხმარდება. ჯამში, 5 კმ-ზე მეტი მეტრი სიგრძის გზის საფარი იგება სოფლებში მოლაოღლი, დაშტაფა და გაჯისაკენდი.
ყველა სამუშაო ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს”, – განმარტავენ სამინისტროში.
სამუშაო პროცესს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ.
„პანდემიის გამო, გარკვეული პერიოდი, მარნეულის მუნიციპალიტეტში გაჩერებული იყო ინფრასტრუქტურული პროექტები, მაგრამ უკვე განახლდა სამუშაო პროცესი და ტემპი იმდენად შთამბეჭდავია, რომ ყველა პროექტის დადგენილ ვადაში დასრულებას ვიმედოვნებთ,“- აღნიშნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა.