ლანჩხუთის მუნიპალიტეტში ადგილობრივი მოსახლეობა ბათუმი-თბილისის ავტომაგისტრალთან შემაერთებელი გზის მშენებლობას აპროტესტებს. ამის შესახებ გურიიის მოამბე წერს.
სამ კილომეტრიანი გზის მშენებლობისთვის 5 მილიონი ლარია გამოყოფილი, თუმცა მოსახლეობა და ოპოზიცია ეჭვობს, რომ გზის მშენებლობა ხელისუფლებამ საეჭვო რეპუტაციის კომპანიას მიანდო, რომელიც სამშენებლო პროცესის მიმდინარეობის ყველა სტანდარტს არღვევს.
ლანჩხუთში, აღმაშენებლის ქუჩის მცხოვრებლები ამბობენ, რომ არც საფეხმავლო და არც საავტომობილო გზა კეთდება სტანდარტების შესაბამისად. არ არის სანიაღვრე არხები და ამის გამო წყალი მოსახლეობის ეზოებში შედის. მათ ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართეს, მაგრამ მათ რეაგირება არ მოუხდენიათ.
ადგილობრივი ოპოზიციაც მშენებლობის დარღვევებზე საუბრობს და ტენდერში გამარჯვებული კომპანიის საეჭვო რეპუტაციას ახსენებს.
როდესაც ამ გზის მოასფალტება დასრულდება, მოსახლეობა საკუთარ ეზოებში ვერ ჩავა, ვინაიდან გზა რჩება უფრო მაღლა, ვიდრე საცხოვრებელი ეზოების ჭიშკრები, მოხერხება უნდა ამას და ქართულ ოცნებას შეუძლია ეს მოახერხოს, რომ 5 მილიონს ხარჯავდე ისეთ სერიოზულ პროექტზე, როგორიც არის ავტობანი და მოსახლეობის უმრავლესობა გყავდეს უკმაყოფილო, – ამბობს ლანჩხუთის საკრებულოს წევრი ნაციონალური მოძრაობდან კაცა ასკურავა.
ამ გზის მშენებლობა, პროექტში გაწერილი ვადებით, ერთ თვეში უნდა დასრულდეს.