მარნეულის მუნიციპალიტეტში, სასმელი წყლის ახალი ქსელის მოწყობის მიზნით, ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის დასრულების შემდეგ, მუნიციპალიტეტის სამი დიდი ადმინისტრაციული ერთეულის – ალგეთის, ქუთლიარისა და კაპანახჩის 8 სოფელი, ჯამში კი, 19 107 ბენეფიციარი, ხარისხიანი სასმელი წყლით, შეუფერხებლად მომარაგება; პანდემიის პირობებში, სამუშაო დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად მიმდინარეობს.
პროექტი, ერთობლივად, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 2 677 520 ლარს შეადგენს. სასმელი წყლის ქსელის მშენებლობის პროცესს ადგილზე, ცენტრალური და ადგილოვრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ.
„გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან ამ სოფლებს მიეწოდებოდა სასმელად გამოუსადეგარი წყალი, რომელსაც მხოლოდ სარწყავად იყენებდნენ და მილების ამორტიზების გამო ამ წყლის დიდი ნაწილიც ვერ აღწევდა დანიშნულების ადგილამდე. ახლა, ეს 10 კილომეტრიანი მაგისტრალი უზრუნველყოფს ათასობით ადამიანის წყალმომარაგებას და ათწლეულების პრობლემა მოგვარდება,“ – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა.