ბოლნისის მუნიციპალიტეტში შერჩევითი პრინციპით მოსახლეობის ტესტირება მიმდინარეობს

1307

ბოლნისის მუნიციპალიტეტში ანტიგენსა და ანტისხეულზე დამყარებული ტესტების ჩატარება დაიწყო.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სპეციალისტები, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, შერჩევითი პრინციპით, მოსახლეობის მასობრივ ტესტირებას ახორციელებენ.

„პირველ ეტაპზე ტესტირება ქალაქ ბოლნისში, რატევანსა და ტალავერში მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის მასშტაბით კი სულ 150 ადამიანი შემოწმდება იგეგმება. ტესტირება სპეციალისტებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ეპიდსიტუაციის შეფასებაში დაეხმარებათ.

ამ დროისთვის ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 160 დადასტურებული ფაქტია გამოვლენილი, 3 გარდაიცვალა, 67 კი გამოჯანმრთელდა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.