ლენტეხის მუნიციპალიტეტში შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

752

ლენტეხის მუნიციპალიტეტში შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

როგორც რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, სოფლებში მიმდინარე სამუშაოებს სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, ლენტეხის მერთან ბადრი ლიპარტელიანთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი გზადელიანთან ერთად ადგილზე გაეცნო.

მათივე ინფორმაციით, ამჟამად შიდა სასოფლო გზებისა და სანიაღვრე არხების მოწყობა მიმდინარეობს სოფლებში :ლეუშერი, ყარიში, ნაცული,მელე, ჩიხარეში,შკედი, ჟახუნდერი, კერბულაში, ლეკოსანდი, ხოფური,რცხმელური, გვიმბრალა. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება და მათი ჯამური ღირებულება 822 688 ლარს შეადგენს.