მარნეულში ჟორდანიას და სამედ ვურღუნის ქუჩებზე სასმელი წყლის გაყვანის სამუშაოები მიმდინარეობს

1569
ქვახვრელი, 25 მარტი, 2018 წელი, ამ ჭიდან ცენტრალური მილი ორი მიმართულებით ნაწილდება; გამანაწილებლიდან კი წყალი ჟონავს

ქალაქ მარნეულში ჟორდანიას და სამედ ვურღუნის ქუჩებზე სასმელი წყლის გაყვანის სამუშაოები მიმდინარეობს. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას წყალმომარაგების კომპანიის პრესსამსახურის წარმომადგენელი ამბობს, რომ ორივე ქუჩაზე წყალარინების და კანალიზაციის სამუშაოები მიმდინარეობს.

„ჟორდანიაზე წყლის მილის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია და დარჩა მხოლოდ საკანალიზაციო. რაც შეეხება მეორე ქუჩას (სამედ ვურღუნის ქუჩა) ორივე სამუშაოები მიმდინარეობს. კომპანია პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებს მიყვება და ამ ორ ქუჩაზე მუშაობას 5 ივნისს დაასრულებს,“ – ამბობენ წყალმომარაგების კომპანიის პრესსამსახურში.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ 2019 წლის ივლისში მარნეულის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა დაიწყო. პროექტს აზიის განვითარების ბანკი (ADB) ახორციელებს.

ბოლნისსა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში იმ სისტემის შექმნაზე, რაც ჩამდინარე წყლების წმენდას სრული ბიოლოგიური ციკლის დაცვით განახორციელებს, 55 940 022 დოლარი დაიხარჯება. სამუშაოები 2021 წლის იანვარში უნდა დასრულდეს.